Tuesday, June 19, 2012

სასწავლო პროექტის გეგმა

1. პროექტის სახელწოდება: XXI-ე საუკუნის პრობლემა- “ნარკომანია"
2. პროექტის მთავარი იდეა ( თემა )  1-2 წინადადებით: ნარკომანიათან ბრძოლა, რადგან მსოფლიოში მილიონობით ადამიანი იღუპება ნარკომანიით და შიდსით.
3. პროექტის აქტუალობა: აქტუალურია, რადგან სამწუხაროდ ჯერ კიდევ მაღალია ნარკომანიის მაჩვენებელი მსოფლიოში.
4. პროექტის მიზნები: პროექტის მიზანი არის ის, რომ მოსწავლე-ახალგაზრდობას შთავაგონოთ ნარკოტიკების უარყოფითი მხარე და შემოვაბრუნოთ ჯანსაღი ცხოვრებისაკენ, როგორიცაა სპორტი.
5. მონაწილეთა ასაკი: 16-17 წელი
6. ვადები / ხანგრძლივობა: ერთი თვე
7. მოსალოდნელი შედეგები / პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსალოდნელი შედეგი იქნება ნარკომანიის შემცირება და მოსწავლეების თავშეკავება მავნე ჩვევისგან / პროდუქტი: ანტირეკლამა,აქციების ჩატარება, აფიშების დამზადება, პრეზენტაცია. მოსწავლეების მიერ შექმნილი პროდუქტი განთავსდება ბლოგზე.
8. პროექტისთვის საჭირო ძირითდი რესურსები: ინტერნეტი, სპეციალური ცენტრები, ფოტო აპარატი.
9. პროექტის მსვლელობა ( ძირითადი აქტივობები ): მოსწავლეებს ხვდებათ დაფაზე დაწერილი კითხვები:

  • როგორ გესმით სიტყვა “ნარკომანია"? 
  • რას წარმოადგენს “ნარკომანია"? 
  • რას იწვევს "ნარკომანია"?

   შემდეგ კლასი იყოფა ორ ჯგუფად, თითოეულ ჯგუფში ლიდერი იქნება კლასის წარმატებული მოსწავლე. I-ელ ჯგუფს ექნება დასაწერი პროექტი თემაზე: “შიდსი"-ნარკომანიის შედეგი. მე-II ჯგუფს: “ნარკომანია" ქუჩის ბავშვებში.
   ლიდერს ევალება მისცეს მიმართულება სამუშაო პროცესს. ჯგუფის წევრებს ევალებათ მოიძიონ ინფორმაცია ინტერნეტში, სპეციალურ ცენტრებში და მოამზადონ პრეზენტაცია ლიდერთან ერთად.
    პრეზენტაციას მოახდენს ლიდერი.
    ორივე ჯგუფის პროექტთან გაცნობის შემდეგ ხდება ჯგუფების მიერ ურთიერთშეფასება, შემდეგ მიმდინარეობს დისკუსია და შემდეგ ხდება მასწავლებლის მიერ თითოეული ჯგუფის შეფასება.
     შეფასების კრიტერიუმებია:

  •  როგორ წარმართა ჯგუფმა პროექტი, 
  • რამდენად ამომწურავი იყო მათ მიერ მოძიებული მასალა
  •  რამდენად მომზადებული იყო მათი ტექნიკური მხარე. 

10. საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:       
  •   მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კვლევის საგანი და კვლევის ეტაპები.
  •   მოსწავლეს შეუძლია კვლევითი   პროცედურის განხორციელება/ მონაცემების აღრიცხვა.
  •   მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო  საშუალების გამოყენებით.
  •   მოსწავლეს შეუძლია  მონაცემთა ანალიზი და შეფასება. 

11. პროექტის ხელმძღვანელი ( მასწავლებელი ): გათენაშვილი ნესტანი
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: gnestani@gmail.com
13. პროექტის ვებ-გვერდი / ბლოგი: gnestani.blogspot.com